
თათა ბავშვობიდან ამერიკაში ცხოვრობდა და სამხატვრო აკადემიაც იქ დაამთავრა. ცოტა ხანი გორშიც იმუშავა, ახლა თბილისში ეძებს სამსახურს.
„ვაკანსიების საიტზე რომ ვაკანსიას ვნახულობ და ინგლისურს ითხოვენ, მივდივარ და რუსულ ენას მთხოვენ. მე მიჩვეული ვარ იქაურ რეჟიმს, თვითონ უნდა გააკეთო თუ რამის გაკეთება გინდა.
რატომ უნდა დამჭირდეს აქ, რომ ოთოს სახელი ვახსენო და ვიღაცის ნაცნობობით დავიწყო სამსახური? ამერიკაში წასვლაზე ჯერ არ გვიფიქრია. მინდა, რომ კარგი საქმე გავაკეთო და მარტო იმისთვის არ ვიმუშაო, რომ თვის ბოლოს ხელფასი ავიღო.
როდესაც ხელოვან ადამიანს იმაზე უწევს ფიქრი, რომ დღეს ცოლს რა აჭამოს და ხვალ ბავშვს რა აჭამოს, ის თავის პროფესიაში ვეღარ ვითარდება და შესაბამისად არც მაგარი მომღერალი და მუსიკოსი ეყოლება საქართველოს, მაგრამ გასაქანი არ არის,“ - ამბობს თათა „პრაიმთაიმთან“ ინტერვიუში.
მეუღლის წუხილს მომღერალიც უერთდება და აცხადებს, რომ თუ ასე გაგრძელდა, საქართველოს დატოვებს.
„ასე თუ გაგრძელდა ალბათ არც მე დავრჩები ამ ქვეყანაში და არც კიდევ ბევრი სხვა.
არ ვთვლი ბეჩავად თავს და ვთვლი, რომ ჩემი მომავალი ჩემს ხელშია და არ მინდა, რომ ის ქვეყანა, რომელიც ჩემი სიცოცხლის ფასადაც კი მიყვარს, ასეთ დღეში იყოს,“ - დასძინა მან.