
როგორც კარიკატურისტის მეუღლე ნინო განუგრავა აცხადებს, ზალიკოს მთელი „მკაცრი ქართული ქმრობა“ დილით დასმული შეკითხვაა, დღეს რა ჩავიცვა.
„ნინოს გეოგრაფიული არეალი მთელი საქართველოა. დილით შეიძლება სიღნაღში იყოს, საღამოს - გურიაში.
უთქმელად მესმის მისი. შეიძლება იმიტომაც, რომ ჩემი სამყაროც ხელოვნებაა. შესაძლოა იმიტომაც, რომ შევხვდით ორი ერთნაირი, გადარეული ადამიანი და ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის.
ნინო ხომ არ იყო სახლის ქალი, მეც ასე ვიყავი. სახლიდან გავდიოდი, წარმოდგენა არ მქონდა, როდის დავბრუნდებოდი უკან. სადაც მიღამდებოდა, იქ მითენდებოდა.
ახლა უკვე სხვანაირადაა, ორივე, როგორც კი საქმეს მოვრჩებით, მოვრბივართ სახლში, რომ საინტერესოდ გავატაროთ საღამო. სულ გვაქვს შეკითხვა, რა ვქნათ დღეს, სად ვიგიჟოთ? შეიძლება წავიდეთ და თბილისს გადმოვხედოთ ზემოდან.
შეიძლება ავიდეთ მთაწმინდაზე, ვაჟას მივეახლოთ და გამარჯობა ვუთხრათ. ამის გარეშე გამორიცხულია ჩვენი ცხოვრება“, - განაცხადა ზალიკო სულაკაურმა.
„თბილისელები“