მორგან ფრიმანი: „საუკეთესო, რაც სხვას ჩემთვის გაუკეთებია, იყო ფეხების გაფარჩხვა და გაჭინთვა - ეს დედაჩემმა გააკეთა“

Image

მორგან ფრიმანი ამბობს, რომ მუშაობით კი არა, უსაქმურობით იღლება ხოლმე და რომ მის ცხოვრებაში ბედნიერი დღეები უბედურს სჭარბობს, რადგან კინოში 30 წლიდან მუშაობს. მისი თქმით, საყურეებს იმიტომ ატარებს, რომ თუ უცხო ხალხში გარდაიცვალა, მისთვის კუბოს ყიდვა შეძლონ.

 

-არ იღლებით შეუსვენებელი მუშაობისგან?

 

-მე არც გვირაბებს ვთხრი და არც შენობებს ვაგებ, ჩემი სამუშაო მძიმე არაა, პირიქით, განტვირთვაში მეხმარება, სასიამოვნოა. რაც მეტს ვმუშაობ, მით უკეთესად ვგრძნობ თავს, უაზროდ წოლა და უმუშევრობა კი ნამდვილი ჯოჯოხეთია ჩემთვის.

 

-როგორ იტყოდით, ცხოვრების განმავლობაში უფრო მეტი ბედნიერი დღე გქონიათ თუ უბედური?

 

-უფრო მეტი ბედნიერი. მე მუშაობა 30 წლის ასაკში დავიწყე და ახლაც ვმუშაობ, ასე რომ უფრო მეტი ბედნიერი დღე გამომდის, ვიდრე უბედური.

 

-რა იყო საუკეთესო რამ, რაც სხვას თქვენთვის გაუკეთებია?

 

-მგონი ეგეთი რამ დედაჩემმა გააკეთა, როცა ფეხები გაფარჩხა და გაიჭინთა.

 

-და ყველაზე უარესი?

 

-ყველაზე უარესი ჯერ ნამდვილად არ მომხდარა.

 

-ეს საკმაოდ პოზიტიურად ჟღერს.

 

-დიდ ძალისხმევას ვდებ პოზიტიურობაში, რადგან ცხოვრება ყოველთვის სასიამოვნო არაა, ზოგჯერ ის მტკივნეული ან სტრესულია, ზოგჯერ აგონიაშიც გაგდებს, ამიტომ აუცილებელია, იბრძოლო სიამოვნებისა და სიმშვიდის მოსაპოვებლად.

 

-არ ბრაზდებით, როცა ვინმეს სამუელ ელ ჯექსონი ჰგონიხართ? როგორც ვიცი, ეს საკმაოდ ხშირად ხდება...

 

-ჰო, მე და სამუელს ხშირად გვაიგივებენ.

 

-როგორია თქვენი რეაქცია?

 

-ერთხელ დალასში ყოფნისას, როცა თვითმფრინავის გასვლას ველოდებოდი, ვიღაც ბიჭი მომიახლოვდა. კეპი მეხურა და მზის სათვალეც მეკეთა, იმიტომ კი არა, რომ ვინმეს დავმალვოდი, უბრალოდ ესაა ჩემი ჩაცმის სტილი. ეს ბიჭი მომიახლოვდა და მითხრა: „ვიცი რომ ინკოგნიტოდ დარჩენას ცდილობ, მაგრამ გიცანი, სამუელ ელ ჯექსონ.“ მე ვუპასუხე: „არა, სამუელი არ ვარ.“ არ დამიჯერა და ტყუილის თქმაში დამდო ბრალი, მაგრამ მესმის შენიო, დაამატა.

 

სემიც ანალოგიურ დღეშია - ხალხი ხშირად ეძახის: „ჰეი, მორგან!“. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ, როცა სემი სცენაზე გამოდის საუბარს ამ სიტყვებით იწყებს: „მე მორგან ფრიმანი არ ვარ“.

 

-მეგობრობთ ელ ჯექსონთან?

 

-ჩვენ ერთმანეთს 80-იანი წლებიდან ვიცნობთ, როცა ერთად ვმუშაობდით ნიუ იორკის საჯარო თეატრში, ასე რომ ჩვენი მეგობრობა რამდენიმე წელიწადს მოითვლის. მაგრამ როგორც მეგობრები იშვიათად ვატარებთ ერთად დროს. მე მისისიპიში ვცხოვრობ, სემი - ლოს ანჯელესში. მე კი ეგეთ ადგილას ცხოვრების სურვილი არ მაქვს.

 

-რატომ გადახვედით მისისიპიში საცხოვრებლად?

 

-ნიუ-იორკში 30 წლის განმავლობაში ვიმყოფებოდი და ძალიან მინდოდა გარემოს გამოცვლა. ერთ დღესაც გავაცნობიერე, რომ ბინაში, მესამე სართულზე ვცხოვრობდი, რომელშიც ბუნებრივი შუქი ვერ აღწევდა. არ ვიცნობდი ხალხს, რომელიც ჩემ პირდაპირ ცხოვრობდა.

 

-მისისიპიში უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს?

 

-პატარა ქალაქში ვცხოვრობ და შემიძლია მაღაზიებში ვიარო, მაგრამ არა ისეთ ადგილებში, სადაც ხალხმრავლობაა, მაგალითად, ვოლმარტში, რადგან აქ კბილის პასტის ყიდვასაც ვერ მოვახერხებ ისე ვიქცევი მოვლენად. ცნობილი ადამიანების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა პირადი სივრცის ნაკლებობაა.

 

-ხალხი ხშირად გაწუხებს?

 

-ჰო, მათ ყოველთვის რაღაც სურთ. „დედაჩემი, ჩემი ცოლი, ჩემი ქმარი არასოდეს დაიჯერებს რომ შეგხვდი. ავტოგრაფი უნდა მომცე!“

 

-აძლევ ხოლმე ავტოგრაფს?

 

-არა. თუ ცოლმა გითხრა, რომ მატყუარა ხარ, ესე იგი მატყუარა ხარ, ხო? (იცინის)

 

-კიდევ ერთი და უკანასკნელი კითხვა: საყურეები მხოლოდ გასართობად გიკეთიათ თუ თქვენი იმიჯის ამ შტრიხს რამე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს?

 

-აქვს. ეს საყურეები ზუსტად იმდენი ღირს, რომ კუბოს მიყიდის თუ უცნობ ადგილას და უცნობ ხალხში გარდავიცვალე. სწორედ ამ მიზეზით ატარებდნენ მეზღვაურებიც საყურეებს.

 

მოამზადა ბექა ბერულავამ

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !