
როგორც მომღერალი ამბობს, დუეტი არ იშლება, იგი დროებით წყვეტს არსებობას, თუმცა რამდენი ხნით, არავინ იცის.
„დაშლას ასე ვერ ვუწოდებთ. უბრალოდ რატი მიდის საზღვარგარეთ საცხოვრებლად და სოლო-კარიერის გასაკეთებლად, ამიტომ დუეტ „ჯორჯიას“ პაუზა ექნება.
რამდენი ხნით არავინ იცის. რატი სოლო პროგრამას გააკეთებს, მეც და ვფიქრობ ჩვენს შემოქმედებას რაღაც ახალი და საინტერესო შეემატება.
წლების წინ მე და რატი ვრეპეტიციობდით და უთანხმოება მოგვივიდა.
რეპეტიციის დროს ჩვენ ყოველთვის ვკამათობდით, მაგრამ მერე აღარ გვახსენდებოდა, ეს კამათი იმ მომენტში მთავრდებოდა.
ვიღაცა შეესწრო ამ ფაქტს და მეორე დღეს გამოვიდა ხმა, დუეტმა „ჯორჯიამ“ იჩხუბა და დაიშალაო.
ეტყობა ამ ამბავზე ააგეს შემდეგ კიდევ ჭორები. ჩვენ ვართ მეგობრები, მე მეგობარს არ ვკარგავ,“ - აცხადებს მაკა ზამბახიძე.