
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ პერსონაჟს - ვატს 28 წლის ნიკა ყიფშიძე ასახიერებს.
როგორც მსახიობი ამბობს, როლს თავს მშვენივრად ართმევს, რადგან ვატო მასავით მხიარულია.
„თანამშრომელ ქალებთან დიდი თავაზიანობით არ გამოირჩევა, ამაში გეთანხმებით. ეს რეჟისორის და სცენარისტების მოთხოვნაა. სამინისტროებში ასეთი ლაწირაკი ბიჭები ხომ მუშაობენ?
სამსახურში შინაურების მიყვანილები რომ არიან და მაგარი მანქანებით დარბიან?
სერიალში არ ჩანს, მაგრამ მე ასე მგონია, რომ ვატო თავის უფროსთან ნათესაურ კავშირშია და ამიტომაც ბლატაობს, ან უბრალოდ ასეთი ტიპია.
თქვენ არ გინახავთ, მაგარ მანქანებზე მომჯდარი ლაწირაკები მაგარ სამსახურებში რომ არიან, უკვე ფილოსოფოსობენ და საქვეყნო საქმეებს წყვეტენ? ვატოც ასეთი ტიპია“, - აცხადებს მსახიობი.
„სარკე“