
როგორც ტრანსგენდერი ამტკიცებს, აბსოლუტურად არის შესაძლებელი ქალი სახლის პირობებში იყოს მოვლილი.
„უპირველეს ყოვლისა, რაც ქალებს გეზარებათ, არასდროს დაიძინოთ მაკიაჟით. ნურასდროს იტყვით, მე არ მაქვს იმის საშუალება, რომ ძვირადღირებული კრემები შევიძინო.
აბსოლუტურად შესაძლებელია სახლის პირობებში ქალი იყოს მოვლილი. იმდენი რაღაც ხვდება ქალს სახლში, რაც შეიძლება სახეზე გამოიყენო და მოვლილის ეფექტი გქონდეს და ლამაზად გამოიყურბოდე. ნუ იტყვიან იმას, რომ არ მაქვს ყოველ დღე სალონებში სასიარულო ფული.
თურმე არსებობს სამ ლარიანი სალონებიც, სადაც შეგიძლია გქონდეს მოვლილის ეფექტი. მე კი არ დავდივარ ამ სალონებში, მაგრამ მოვუწოდებ ქალებს, რომ იარონ. შეიძლება ისე კარგად არ დავარცხნონ, მაგრამ მოვლილის ეფექტი აუცილებლად ექნებათ. მეც ვცდილობ, რომ არ დავიძინო მაკიაჟით.
მიყვარს კვირაში ერთხელ-ორჯერ კლუბებში სიარული და ალკოჰოლი, რაც ჩემთვის განტვირთვის საშუალებაა და თან ამავდროულად ძალიან ვერიდები. ძილის წინ ვიბან ცივი და ცხელი წყლით სახეს და თუ ძალიან არ მეძინება ყინულს მთელს სახეზე ვიტარებ, რაც სისხლძარღვებისთვის ძალიან კარგია.
არ ვიმშრალებ სახეს და თვითონ მაშრება წყალი სახეზე, მერე ვისვამ მკვებავს და ისე ვიძინებ. მიყვარს ზაფხულში ზაგარი და ზამთრში სითეთრე, ზამთარში ზაგარი არ მიხდება. თუ სახლში ვარ, დღეში შეიძლება ისტერიულად 12-ჯერ კბილები გავიხეხო და ა.შ.
დუშის შემდეგ ყოველთვის ვცდილობ, რომ წყალი ტანზე შემაშრეს. სახლში შიშველი დავრბივარ ხოლმე სულ, ჩემი დაქალები ამას მიჩვეულები არიან. ვცდილობ ეს წყალი ორგანიზმმა კარგად შეიწოვოს.
აუცილებლად უზმოზე ვსვამ ერთ ჭიქა წყალს, ეს ყველამ უნდა გააკეთოს. ამით ორგანიზმი იღვიძებს და ყველაფრისთვის კარგია. განწყობასაც კი გიცვლის. ასევე ძილის წინ ვსვამ ერთ ჭიქა წყალს. რაც შეიძება მეტი წყალი უნდა მივიღოთ, თუნდაც ძალით“, - ამბობს კესარია.
http://primetimenews.ge/