
მსახიობი კოტე თოლორდავა შვილების - ტასოსა და თარაშის აღზრდაში აღზრდაში აქტიურადაა ჩართული.
„მე და განო ერთმანეთს კარგად ვეხმარებით შვილების მოვლაში.
ჩემი უფროსი შვილი, ბუკა, თავის დედასთან ერთად (კოტეს პირველი ცოლი მსახიობი მარიამ ჯოლოგუაა) ცხოვრობს, ჩემთან შაბათ-კვირას მოდის. ზოგჯერ ვერ ახერხებს. 14 წლის არის. ვცდილობ, მაქსიმალურად ყველაფერი ვიცოდე, რას როგორ აკეთებს.
ისეთ თემებს განვიხილავთ, რაზეც ზოგადად მამაკაცები ლაპარაკობენ. მინდა ბუკას ჩემზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავდეს. რამდენად ვახერხებ ამას, ეს თავად უნდა თქვას.
დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ, არ მინდა ჩემი შვილი ისეთი ტიპი იყოს, როგორიც 14 წლის ასაკში მე ვიყავი და არც ის მინდა, ისეთ ვითარებაში უწევდეს ცხოვრება, როგორშიც მე ვიცხოვრე.
ძირითად დროს ქუჩაში ვატარებდი, მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ცდილობდნენ, ამ ყველაფერს ავრიდებოდი. ხან გერმანიაში გამიშვეს, ხან რა გზას მიმართეს, ხან რას“, - აცხადებს მსახიობი.
„სარკე“