
52 წლის ბიზნესმენი 16 წლის ასაკში დაქორწინდა და 7 სხვადასხვა ქალისგან 9 შვილი ჰყავს.
„გურამს და თორნიკეს ერთი დედა ჰყავთ. მხოლოდ ამ ქალთან მქონდა ხელი მოწერილი და დღესაც მისი ქმარი ვარ ოფიციალურად, თუმცა ჩემი სხვა შვილების დედებსაც ცოლებად მივიჩნევდი, როცა მათთან ვიყავი.
დაჩის, ოთუნას, სანდროს, მარკს და პეტრეს სხვადასხვა დედები ჰყავთ.
გიორგი და მარუსა ანისგან მყავს, რომელიც ახლაც ჩემს გვერდითაა.
პეტრე ყველაზე პატარაა. ახლახან გახდა ერთი წლის. ეკამ გამიჩინა. ის ცნობილი მსახიობია, მაგრამ გვარს არ გეტყვით.
ბავშვი ჩემი ტყუპისცალივით არის, პატარა თამაზია. რა ვქნა, შემაცდინა. ერთადერთხელ ვიყავი მასთან.
შეიძლება მამაკაცური სისუსტე გამოვიჩინე, მაგრამ დაფეხმძიმდა და ბავშვს ხომ არ მოვაკვლევინებდი?!
პირიქით, ეს ამბავი რომ გავიგე, ყველაფრით შევუწყვე ხელი, რომ ბავშვი გაეჩინა და ახლა შვილზეც ვზრუნავ და დედაზეც“, - აცხადებს თამაზ ელიზბარაშვილი.
„სარკე“