-
2014-11-19 11:53
„კარუზო“ იგივე გევროქ პეტროსიანი თბილისში ტაქსის მძღოლია.
მან თავისი სიმღერით ჟიური და მაყურებელი გააოცა, თუმცა „კარუზოსაც“ გამოუჩნდნენ „ნაცნობები“.
„მაპატიეთ, მაგრამ თუ არ ვცდები, ამ ადამიანს კონსერვატორიაც დამთავრებული აქვს... ვფიქრობ, პროექტში მონაწილეობა არ უნდა მიეღო.
ნამდვილად ვიცი, მუსიკალურში ერთად ვსწავლობდით. წარმატებებს ვუსურვებ"... - წერს სოციალერ ქსრლში სოფო ჩაჩანიძე.
სოფოს ამ პოსტს პროექტის მთავარი პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია გამოეხმაურა.
„ახლა გევორქ პეტროსიანზე ცდილობენ ააგორონ სკანდალი, რომ კონსერვატორია აქვს დამთავრებულიო.
არადა არ იციან, რომ ყველა ტაქსისტს კაკ მინიმუმ ორი დიპლომი აქვს...“' - წერს ხაბურზანია.
„რეიტინგი“