
მსახიობი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მეუღლეს სექსუალური ძალადობისთვის უჩივლა.
„მინდა სამარცხვინო ვუწოდო იმ ინფორმაციას, რაც მედიის მეშვეობით გავრცელდა, თითქოს ტარიელს ვუჩივლე სექსუალური ძალადობის გამო.
მე და ტარიელს გვქონდა პრობლემები. მას დაგეგმილი აქვს ტურნე, არაერთი კონცერტის ჩატარება, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უამრავი მტერი ჰყავს და სწორედ ამის გამო მივმართეთ სასამართლოს.
ხმამაღლა მინდა განვაცხადო, რომ ტარიელ სუარი ყველაზე მაგარი მუსიკოსია, როგორც საქართველოში და ამიერკავკასიაში, ასევე მთელ ევროპაში, ამიტომაც ჰყავს უამრავი მტერი და იძულებული გავხდით სასამართლოსთვის მიგვემართა.
ვიცი, რომ ჟურნალისტები ყოველთვის არიან სასამართლოს ეზოში, ამიტომ არ მინდოდა ზედმეტი ხმაური და შესაბამისად ჩაცმული მივედი სასამართლოზე. ეს იყო და ეს, - აღნიშნა ის ფარულავამ.
ambebi.ge