
თბილისის საქალაქო სასამართლო ია ფარულავამ და მისმა მეუღლემ ტარიელ სუარმა კომენტარის გარეშე დატოვეს.
უცხო თვალისგან დასაცავად სასამართლოში მსახიობი სათვალითა და თავსაფრით მივიდა.
სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
სავარაუდოდ, საუბარი შეეხებოდა ია ფარულავას მიერ შემაკავებელი ორდერის მოთხოვნას.
კერძოდ, არსებული ინფორმაციით, ია ფარულავა ქმარს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ია ფარულავა კომენტარს არ აკეთებს.
ambebi.ge