
მომღერალი სანტა ჩეჩილას საოპერო აკადემიაში სწავლობს და უცხოეთში გამგზავრებას პროექტის დასრულებისთანავე გეგმავს.
„ჩავაბარე სანტა ჩეჩილას აკადემიაში, რომელიც არის საკმაოდ სერიოზული და ყველა საოპერო მომღერლისთვის სასურველი სასწავლებელი.
იქედან გამომდინარე, რომ წესები შეიცვალა და შესაძლებლობა მეძლევა, წლის ნებისმიერ მონაკვეთში ჩავიდე და გავიარო მასტერკლასები, ამ ეტაპზე პროექტში დარჩენა ვამჯობინე, მაგრამ, როგორც კი დასრულდება პროექტი, ან მაყურებლის გადაწყვეტილებით დროზე ადრე შევწყვეტ მონაწილეობას, მაშინვე წავალ და გავაგრძელებ სწავლას“, - განაცხადა მარიამ როინიშვილმა.
„თბილისელები“