NDI -ს მიხედვით, გასული წლის არჩევნებთან შედარებით, პოლიტიკური ძალადობა გამწვავდა

Image

NDI-ის შეფასებით, NDI-ისა და ადგილობრივი ორგანიზაციების დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ გასული წლის არჩევნებთან შედარებით პოლიტიკური ძალადობა გამწვავდა. 


ამის შესახებ ნათქვამია NDI-ის წინასაარჩევნო მისიის ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ანგარიშში საუბარია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე, მათ შორის ზურაბ ჭიაბერაშვილსა და დეპუტატ ნუზგარ წიკლაურზე განხორციელებულ თავდასხმაზე, ასევე დავიტ კოდუას ცემის ფაქტზე.

"სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა თანახმად, ზეწოლისა და პოლიტიკური ძალადობის მაჩვენებელი გასულ არჩევნებთან შედარებით შემცირდა. თუმცა NDI-ისა და ადგილობრივი ორგანიზაციების დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ გასული წლის არჩევნებთან შედარებით, პოლიტიკური ძალადობა გამწვავდა, მათ შორის არის სისხლიანი ინციდენტებიც. 27 მაისს თბილისის ერთ-ერთ კაფეში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს, დაესხნენ თავს. აღნიშნულმა საქმემ განაახლა დისკუსია პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის შემთხვევებზე ქმედითი რეაგირების აუცილებლობაზე. მარტის ბოლოს პარლამენტის წევრი ნუგზარ წიკლაური რამდენიმე პირმა სცემა და მისივე განცხადებით, მისი გატაცებაც სცადეს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა შესაბამის ორგანოებს ინციდენტის სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდეს. მაისის დასაწყისში ბიზნესმენი დავით კოდუა სასტიკად სცემეს, რასაც პროკურატურამ ,,შურისძიების ნიადაგზე წინასწარი განზრახვით ჩადენილი ჯგუფური თავდასხმა" უწოდა", - ნათქვამია ანგარიშში. 

NDI აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ძალადობასა და ზეწოლებთან დაკავშირებით მკაცრი პოზიცია დაიკავა და უწყებათაშორისმა კომისიამ დადებითი შეფასება მიიღო, მმართველი პარტიის სხვა წევრების საჯარო განცხადებები უფრო ორაზროვანი იყო. 

NDI-ის მისია მიიჩნევს, რომ მთავრობისა და საკანონმდებლო ლიდერების მხრიდან აღნიშნული ფაქტების უფრო მკაცრად დაგმობა საარჩევნო კამპანიის პერიოდში და მის შემდგომ ძალადობის და ზეწოლის მიმართ შეუწყნარებლობის სიგნალს გააგზავნის. ასევე, აცხადებს, რომ შემდგომში ძალადობის პრევენციის მიზნით, უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და სწრაფი გამოძიება და დამნაშავე პირები დაისაჯონ.

ეს შეფასებები  NDI-ის საქართველოს ოფისმა გაავრცელა.
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !