წულუკიანი იმამყულიევის კანდიდატად აღდგენაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება

Image

იუსტიციის მინისტრი, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ახმედ იმამყულიევის კანდიდატობის აღდგენის სასამართლო გადაწყვეტილებას მიესალმება. 


"იუსტიციის მინისტრი, როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, იმამყულიევის კანდიდატობის აღდგენის სასამართლო გადაწყვეტილებას მიესალმება.
2014 წლის 6 ივნისის სხდომაზე, უწყებათაშორისმა კომისიამ მთელი სიმკაცრით დაგმო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელი პირების მხრიდან მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია იმის გამო, რომ მოცემულმა პარტიამ მიუღებლად მიიჩნია ახმედ იმამყულიევის გამგებლობის კანდიდატობიდან მოხსნის გადაწყვეტილება. უწყებათაშორისმა კომისიამ აგრეთვე დაგმო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პოლიტიკურ პროცესში ჩართულ მოქალაქეთა ეთნიკურ კუთვნილებაზე მუდმივი აპელირება, მათ შორის მარნეულის შემთხვევაში. 

ამასთან, კომისიამ და მისმა თავმჯდომარემ ხაზი გაუსვეს იმას, რომ იმამყულიევის კანდიდატურის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების შესაცვლელად არა ფიზიკური ძალა ან ვერბალური აგრესია, არამედ გასაჩივრების კანონიერი გზები უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რათა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის სწორი გადაწყვეტილება დამდგარიყო.

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე მიესალმება დღეს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც გაუქმდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება და ახმედ იმამყულიევს, როგორც ყველა კანდიდატს, პოლიტიკურ შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეეძლება.

უწყებათაშორისი კომისია კიდევ ერთხელ შეახსნებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მიუღებელია და ქვეყნისათვის საზიანოა ყოველგვარი ძალადობა, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციაზე, და რომ წინასაარჩევნო კამპანიისას ყველა კანდიდატს უნდა მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად. საბოლოო და თავისუფლ არჩევანს გააკეთებს ამომრჩეველი არჩევნების დღეს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცესკომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს იმამყულიევს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა. 7 ივნისს რვა ხმით ხუთის წინააღმდეგ ცესკომ ძალაში დატოვა მარნეულის საოლქო კომისიის დადგენილება. ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განმარტებით, კანდიდატი ვერ ამაყოფილებდა კანონის იმ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც ბოლო ორი წლის განმავლობაში კანდიდატი საქართველოში უნდა ცხოვრობდეს. იმამყულიევი რეგისტრაციიდან თავდაპირველად მარნეულის საოლქო კომისიამ მოხსნა. კომისიის გადაწყვეტილებას პარტიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !