
6 წლის წინ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ალპურ ზონაში, მწყემსებმა, გაუკვალავ გზაზე, ნახირი არეკეს და სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც (სავარაუდოდ) გიგანტური ადამიანის ძვლების ფრაგმენტები დახვდათ. იქვე იყო ნატაძრალიც...
მწყემსების ნაამბობის საფუძველზე, მითითებულ ტერიტორიაზე ქართული ექსპედიცია გაემგზავრა და ვიდეომასალაც გადაიღო, რომლითაც „დისქავერის“ 5-კაციანი ჯგუფი დაინტერესდა და საქართველოში ფილმის გადასაღებად ჩამოვიდა.
აი, რას ყვება ქართული ექსპედიციის წევრი ლელა ნინუა:
- ექსპედიცია არ შედგებოდა, რომ არა, ეს ენთუზიასტი ადამიანები... ნამდვილად არ ვიცოდით, სად მივდიოდით... ჩვენი საქციელ სიგიჟედ მოინათლა... სამი დღე ფეხით ალპურ ზონაში ავდიოდით. უამრავი სირთულე გადავლახეთ, 16 საათი მარტო გაყინულ მდინარეზე ვიარეთ, მერე ნისლი ჩამოწვა და თქეში წამოვიდა... ვერც ვიძინებდით.
ღამ-ღამობით დიდ კოცონს ვანთებდით, რომელთანაც მორიგეობა გვქონდა დაწესებული, რომ ჩვენს კარავს მტაცებელები არ დასხმოდნენ. მხეცების დასაფრთხობად დიდი რკინის ნატეხებს ერთმანეთს ვურტყამდით, ბოლო ხმაზე ვყვიროდით.
იმაზე არ არის ლაპარაკი მინდვრის თაგვები და მცირე ზომის ქვეწარმავლები რომ ზედ გადავგვდიოდნენ, როცა კარვებში ცოტას ჩაგვთლემდა ხოლმე, მაგრამ ისეთი დაღლილები ვიყავით, მათი მოგერიების თავი აღარ გვქონდა... დანიშნულების ადგილზე ორი დღე დავყავით, სადაც მართლაც დაგვხვდა ეკლესიის ნაკვალევი, ადამიანის განმარხებული ძვლები, (დაუმარხავი ადამიანი ვულკანურ ქანებსა და ქვებში მოექცა)...
სამწუხაროდ, ჩამოტანილი მასალა ნახა ერთადერთმა მსოფლიო დონის პალეონტოლოგმა, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა აბესალომ ვეკუამ. მის სიტყვას ყველა ენდობოდა.
ჩვენი ექსპედიციის შემდეგ წერდა: „სარკოფაგის ტიპის სამარხი ვნახე, სადაც ეყარა ძვლები, რომელიც თავიდან მღვიმური დათვის მეგონა. თუმცაღა შევცდი, ეს ნამდვილად ადამიანის ძვლებია. მის სიგრძეს განსაკუთრებული ზღვარი უდევს მინიმუმიდან მაქსიმუმამდე - ბარძაყის ძვლისა და
დიდი წვივის ქვედა და ბოლო ფრაგმენტის. გამოდის, რომ ის ერთი ადამინის საკუთრებაა, რომელიც გოლიათი ყოფილა".
აღნიშნულთან დაკავშირებით „დისქავერის" წარმომადგენლები გადაიღებენ ფილმს. ექსპედიციას ჩვენი მხრიდან მხოლოდ 5 წევრი უნდა გავყვეთ და მათგანაც 5-ია. იგივე მარშრუტი უნდა გავიაროთ...
„დისქავერელებმა" თქვეს, სულ რომ არაფერი აღმოვაჩინოთ, მხოლოდ გზა და ბუნება რომ გადავიღოთ, ესეც საკმარისი იქნებაო...
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/104052-msoflio-donis-aghmochena-kharagaulis-nakrdzalshi-giganturi-adamianis-dzvlebi-da-qdisqaverisq-5-kaciani-eqspedicia-saqarthveloshi-eqskluzivi.html