ნორლანდი: როდესაც ვხედავთ კანდიდატს დასისხლიანებული სახით, ეს ნამდვილად არ არის კარგი ნიშანი

Image

როდესაც ვხედავთ კანდიდატს დასისხლიანებული სახით, მოდის ინფორმაცია დაშინების შესახებ ან აგრესია საარჩევნო კომისიის მუშაკის მიმართ, ეს არ არის ნამდვილად კარგი ნიშანი, როგორც საარჩევნო გარემოსთვის, ასევე ზოგადად საქართველოსთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს გუშინ ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 


ნორლანდის აზრით, ჯერ ადრეა იმის თქმა, საარჩევნო გარემო ცუდია ან გაუარესებული. "პოლიტიკური თვალსაზრისით თავად პოლიტიკური პარტიების ლიდერები და წევრები უნდა აგზავნიდნენ სიგნალს თავისი მხარდამჭერებისთვის. რა საკვირველია, ეს არჩევნები არის ის არჩევნები, რომლის მოსაგებადაც იბრძვიან, მაგრამ ამავე დროს ძალადობას, დაშინებას, საარჩევნო კომისიის წევრებზე გარკვეულ ზეწოლას არ აქვს გამართლება. ასეთი გზავნილი უნდა იყოს პოლიტიკური პარტიებისგან, რომ ეს ყველაფერი იყოს შესრულებული. ადრეა იმის თქმა, რომ საარჩევნო გარემო ცუდია ან გაუარესებულია, მაგრამ ამავე დროს, როდესაც ვხედავთ კანდიდატს დასისხლიანებული სახით, მოდის ინფორმაცია დაშინების შესახებ ან აგრესია საარჩენო კომისიის მუშაკის მიმართ, ეს არ არის ნამდვილად კარგი ნიშანი, როგორც თავად საარჩევნო გარემოსთვის, ისე ზოგადად საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა ზუსტი სიგნალი გაუგზავნონ თავიანთ წევრებს. ამასთან დაკავშირებით კეთდება კიდეც განცხადებები. კახა კალაძემ გააკეთა განცხადება, რომ "ქართული ოცნება" არ ემხრობა ასეთ მიდგომებს და ეს იყო "ქართული ოცნების" წევრების მიმართ გაკეთებული სერიოზული გზავნილი. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა განცხადება, რომ პოლიციელები არ უნდა ჩაერიონ საარჩევნო პროცესში. არ ვამბობთ ნამდვილად იმას, რომ უარესად არის სიტუაცია, ვიდრე წინა არჩევნებზე იყო, მაგრამ ასეთი ინციდენტები იწვევს შეშფოთებას იმ ადამიანებში, ვისაც აღელვებს საქართველო", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა. 

ელჩი აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი იმედოვნებენ, 15 ივნისის არჩევნები იქნება ისეთივე მაღალი სტანდარტის, როგორიც იყო გასული ორი არჩევნები. "ეს განცხადება ასახავდა იმ მზარდ შეშფოთებას საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებში, რომლებიც ეხება იმ რისკს, რომლის წინაშეც შესაძლოა დადგეს საქართველო, თუ არ ექნება დაკმაყოფილებული ის მაღალი სტანდარტები, რომელიც მან დაამკვიდრა ორი უკანასკნელი არჩევნების დროს.

საქართველოს მეგობრები საერთაშორისო თანამეგობრობაში, მათ შორის ჩვენც და ის ადამიანებიც, ვინც დიდი შთაბეჭდილების ქვეშ არიან უკანასკნელი ორი არჩევნებით, ვიმედოვნებთ, რომ ამ არჩევნების სტანდარტი არ დადგება საფრთხის ქვეშ და კვლავ მაღალი სტანდარტის არჩევნები ჩატარდება", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა და დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, ნიდერლანდებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოები ითანამშრომლებენ ამ არჩევნებზე და ერთობლივი სადამკვირვებლო მისიით იქნებიან წარმოდგენილნი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !