ალჟირის მოქალაქემ, ფეხმძიმე ქალმა პარიზის მეტროში ე.წ. ბრიტვით 5 მგზავრი დასერა.
ამის შესახებ „Le Parisien“ წერს. კვირას მეტროსადგურ Bobigny — Pablo Picasso-ს შორის ფეხმძიმე ქალმა ბრიტვით ყელის არეში მის წინ მდგომი მამაკაცი დასერა მერე კი მის გარშემო მყოფი ქალები, ზოგი ხელში, სახესა და ყელის მიდამოებში. საბედნიეროდ ყველა გადარჩა. ინციდენტის შემდეგ ქალი პოლიციამ დააკავა. როგოც აღმოჩნდა იგი ფსიქიკურად ავადმყოფია. პოლიციიის მონაცემებით მგზავრებს შორის კონქლიქტი თავისუფალი ადგილის გამო წარმოიშვა. ქალი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.