ბაზალეთის ტბის პირას, ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიის“ ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა ყოველწლიური სახალხო დღესასწაული "ოქროს აკვანი’’. წელს ფესტივალი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს მიეძღვნა. მასში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კუთხის პოეტებმა, მომღერლებმა , მოკაფიავეებმა.
ღონისძიებაზე გაიმართა ხევსურული დოღი (სულის ცხენი). გამარჯვებულ მხედარს მთავარი პრიზი ლუდსახარშმა ,,ზედაზენმა’’ გადასცა. უძველესი წესით მოიხარშა ლუდი "ხევსურული’’, რომელიც ხევისბერმა დაამწყალობა.