ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3,429,748 ადამიანს შეადგენს

Image

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა საბოლოო რაოდენობა გამოაქვეყნა. ცესკოს ინფორმაციით, ცესკომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ამორმჩეველთა მონაცემების დამუშავება დაასრულა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3,429,748 შეადგინა, რაც 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიის საბოლოო მონაცემია. სააგენტომ კომისიას 3, 501, 198 მოქალაქის მონაცემები 1 ივნისს გადმოსცა. 


ამასთან, ცესკომ პირველად სააგენტოს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მიმდინარე წლის 1 მაისს გამოაქვეყნა (3, 472, 772). საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა რაოდენობა 43, 024-ით არის შემცირებული. 

დღეიდან საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ბარათების დარიგების მეორე ეტაპს იწყებს.

როგორც ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, "პირველად, ამომრჩევლებს ბარათები მონაცემების გადამოწმების მიზნით ერთი თვის წინ დაურიგდათ.

"ბარათებში, რომელსაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დღეიდან დაარიგებენ, მითითებულია, თუ რომელ საარჩევნო უბანს უნდა მიაკითხონ ამომრჩევლებმა ხმის მისაცემად. თუ ამომრჩევლებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით არ შეუძლიათ საარჩევნო უბანზე მისვლა, უნდა დაუკავშირდნენ შესაბამის უბანს 12 ივნისის 18:00 საათის ჩათვლით," - აღნიშნა ცესკოს სპიკერმა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ამომრჩევლებს ასევე შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცესკოს კონტაქტ-ცენტრს ნომერზე - 2 51 00 51. 

დღეიდან, ცესკოში ამოქმედდა მედიაცეტნრი, სადაც ჟურნალისტებს მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელება არჩევნების შედეგების შეჯამების ჩათვლით შეეძლებათ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !