მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის მოწმედ დაკითხვის შეთავაზებას ძალაში ტოვებს

Image

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მოწმის სახით დაკითხვის შეთავაზება ძალაშია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს , იმ საქმეებზე, რაზეც სააკაშვილი მოწმედ გამოიძახეს, გამოძიება მისი დაკითხვის გარეშე გრძელდება, თუმცა შეთავაზება, როგორც დისტანციურ, ასევე პროკურატურაში დაკითხვის თაობაზე,კვლავ ძალაში რჩება. 


ამასთან, ბადაშვილის უწყებაში არ აკონკრეტებენ, უკვე ცნობილი სისხლის სამართლის საქმეების გარდა, მიმდინარეობს თუ არა სხვა საქმეებზე გამოძიებები, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ფიგურირებს. 
მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების შესახებ საქართველოს პროკურატურამ განცხადება 2014 წლის 22 მარტს გააკეთა. სააკაშვილმა პროკურატურაში მისვლაზე უარი თქვა. ამის შემდეგ, პროკურატურამ მას სკაიპით (დისტანციური) დაკითხვა შესთავაზა, რაზეც სააკაშვილმა ასევე უარი განაცხადა.
პროკურატურამ სააკაშვილი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში დაიბარა, მათ შორის ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ 2006 წლის 28 იანვარს ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების: გ. ალანიას, ალ. ღაჭავას, მ. ბიბილურიძისა და ა. აფციაურის შეწყალება, რომელიც განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის განკარგულებით; ტელეკომპანია ,,იმედში" შეჭრა, დარბევა, უკანონოდ დაუფლება, გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა უკანონო ქმედებები, რაც დასრულდა 2011 წლის 6 ივლისს, საქართველოს ხელისუფლებასა და ა. პატარკაციშვილის ოჯახს შორის მემორანდუმის გაფორმებით; 2009-2012 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვა; პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმე; 2004 წლის ივნისში ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ისა და ტელეკომპანია ,,მზე"-ს კანონიერი მესაკუთრეებისათვის წილების იძულებით დათმობის ფაქტი; 2009 წლის 20 მაისს ე.წ. მუხროვანის ამბოხებისათვის ძებნილი პირების, კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის დაკავების სპეცოპერაციისას, გ.კრიალაშვილის ლიკვიდაციის, ლ.ამირიძის და კ.ოთანაძის დაჭრის ფაქტი; 2012 წლის 24 თებერვალს სახელმწიფოს კუთვნილი შპს "აგრომეტი"-ს (აგრარული უნივერსიტეტის) ქონების გაფლანგვა; 2012 წლის 31 ოქტომბრის პრეზიდენტის განკარგულებით მისი ბიძის, თ.ალასანიასთვის უპირატესობის მინიჭებით, სახელმწიფო ქონების შპს "ბეზეკზე" უკანონოდ პრივატიზების ფაქტი; 2012 წლის თებერვალში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი ტელევიზია "ტვ-25"-ის საარჩევნო პერიოდში გაკონტროლების მიზნით, მისი დამფუძნებლებისათვის 3 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაცემის ფაქტი. 2011-2012 წლებში მაღალი თანამდებობის პირების ორგანიზებითა და მონაწილეობით "ქართუ" ბანკის ხელოვნურად გაკოტრების მიზნით, ბანკში იპოთეკით დატვირთული ქონების თვალთმაქცურად გასხვისების გზით გადამალვის ფაქტი. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !