-
2014-06-09 11:38
დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის , ბელა პლიევას ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვის პარტიამ "ერთიანი ოსეთი" ხმათა უმრავლესობა - 44,11% დააგროვა.
მეორე ადგილზეა "ხალხის ერთობა", 16,43%-ით, ხოლო მესამეზე – "სახალხო პარტია", რომელსაც არჩევნებში მონაწილეთა 7,54%-მა მისცა ხმა. ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 31,08%. აღსანიშნავია, რომ "ერთიანი ოსეთი" თავის პროგრამა მაქსიმუმად რუსეთთან გაერთიანებას ასახელებსა და დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს მოუწოდებდა, "საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმი" ჩაეტარებინა.