„ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს და მის თავმჯდომარეს ხელისუფლების ინსტრუმენტს უწოდებს

Image

"ნაციონალური მოძრაობა" მარნეულში გამგებლობის კანდიდატის, აკმამედ იმამყულიევის მოხსნასთან დაკავშირებით ცესკო-ს გადაწყვეტილებას გამოემხაურა. 


როგორც პარტიაში აცხადებენ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას და ამ უკანონო გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

"მიუხედავად საზოგადოებრივი აზრის ერთსულოვნებისა, ძალიან სამწუხაროა, რომ ცესკო და პირადად მისი თავმჯდომარე აღმოჩნდა ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში, რომელმაც დაადასტურა სრულიად უკანონო სურვილი, ნებისმიერი ძალისხმევით ჩამოაცილონ ოპოზიციური კანდიდატები საარჩევნო კამპანიას იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ხელისუფლება დამარცხების რეალურ საფრთხეს ხედავს.

ფაქტობრივად საარჩევნო ადმინისტრაცია აღმოჩნდა ბოლო რგოლი იმ ერთთვიანი უკანონო მოქმედებების ჯაჭვისა, რომელიც მარნეულის რაიონის გამგებლობის კანდიდატის, აკმამედ იმამყულიევის წინააღმდეგ წარმოებდა. ამ კამპანიის უშუალო დამკვეთი არის საქართველოს მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

აქვე შევახსენებთ საზოგადოებას, რომ აკმამედ იმამყულიევის კანდიდატურის მოხსნის თაობაზე "ქართული ოცნების" მხრიდან განხორციელებულ ქმედებებში ჩართულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის წევრი ალი მამედოვი", - აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში". 

პარტიაში აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში პრემიერ-მინისტრ ღარბაშვილის მიერ გაჟღერებულმა მუქარამ, რომ არსად დაუშვებს ოპოზიციური პარტიის კანდიდატების გამარჯვებას, კულმინაციას მიაღწია. 

"მას შემდეგ, რაც პოლიციის, პროკურატურისა და ადგილობრივი ხელისუფლების აღვირახსნილი ზეწოლებისა და შანტაჟის შედეგად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 20-ზე მეტმა კანდიდატმა ე.წ. "საკუთარი სურვილით" მოიხსნა კანდიდატურა, ხელისუფლება ახალი ფორმის ზემოქმედებაზე გადავიდა. საკითხი ეხება მარნეულში საარჩევნო ბლოკ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატს - აკმამედ იმამყულიევს.

ერთ თვიანი მოსყიდვის, მუქარისა და შანტაჟის უშედეგო კამპანიის შედეგად, კანონის მოთხოვნილი ვადების სრული დარღვევით, ხელისუფლების სატელიტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჩივარი შეიტანა მარნეულის საოლქო კომისიაში და მოითხოვა დარეგისტრირებული კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმება. მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ სამართალდამცავების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ზეწოლის შედეგად მიიღო სრულიად კანონსაწინააღმდეგო განკარგულება და აკმამედ იმამყულიევს საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა.

აღნიშნული ზეწოლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 7 ივნისის სპეციალურ განცხადებაშიც", - აცხადებენ პარტიაში. 

განცხადების თანახმად, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შესაბამისი საჩივრით მიმართა ცესკო-ს და იმედი ჰქონდა, რომ ცესკო იქნებოდა თანმიმდევრული, ობიექტური და იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა ოპოზიციური კანდიდატის მიმართ, რა გადაწყვეტილებაც მიიღო ფოთისა და რუსთავის კანდიდატების მიმართ. 

"აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სწორედ ამ მოწოდებით მიმართეს ცესკო-ს "საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველომ" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" სპეციალური განცხადებებით 7 ივნისს, ასევე, მარნეულის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამერბერგმა, სადაც აღნიშნა, რომ კანდიდატს ეკრძალება მონაწილეობა არჩევნებში თუ ის საზღვარგარეთ ცხოვრობს მუდმივად, მაგრამ ხშირად მოგზაურობის გამო არჩევნებში მონაწილეობა არ უდნა აეკრძალოს", - აცხადებენ პარტიაში. 

ცესკომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, აკმამედ იმამყულიევს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა. რვა ხმით ხუთის წინააღმდეგ ცესკომ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის დადგენილება ძალაში დატოვა. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას განმარტებით, კანდიდატი ვერ აკმაყოფილებდა კანონის იმ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, კანდიდატი ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში უნდა ცხოვრობდეს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !