დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა

Image

დღეს, 07:00 საათიდან, შპს სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ, დევდორაკის ხეობაში სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოები განაახლა.

დევდორაკის ხეობაში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი და საძიებო სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანჩულიძე.

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, შესაბამისი სპეციალისტების მიერ, მიმდინარეობდა მყინვარწვერის, დევდორაკისა და ამალის ხეობების და ასევე მიმდებარე უბნების დაკვირვება. ამასთანავე, ხორციელდებოდა მყინვარწვერის მასივის სეისმოლოგიური დაკვირვება და ინფორმაციის ანალიზი. 

მონაცემების განზოგადებისა და ვიზუალური და ფოტო დაკვირვებების შედეგების შეჯერების შედეგად, შესაბამისი სპეციალისტების მიერ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დარიალის ხეობაში სამუშაოების განახლების თაობაზე.

17 მაისიდან დევდორაკის ხეობაში მიმდინარეობს სტიქიური მოვლების სალიკვიდაციო და საძიებო სამუშაოები, სადაც მობილიზებულია 70 მძიმე ტექნიკა და სხვადასხვა უწყების 200-მდე თანამშრომელი.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროითვის, უწყვეტ რეჟიმში, სპეციალურად შექმნილი სამეცნიერო ჯგუფის მიერ, გრძელდება მყინვარწვერის მასივის სეისმოლოგიური დაკვირვება. შესაბამისი დარგის სპეციალისტებისა და სასაზღვრო პოლიციის ძალებით მიმდინარეობს დევდორაკის ხეობის და ამალი-დევდორაკის შესართავის მუდმივი მონიტორინგი. ხეობაში მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები, 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ კომპლექსური ღონისძიებებს, რათა თავიდან იყოს აცილებული ყოველგვარი გართულება და გათვალისწინებული იქნას ნებისმიერი მინიმალური რისკი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !