„დარიალში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი საკმაოდ სერიოზულია“,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
"სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს საბოლოო ციფრი, მაგრამ ვითვლით, ზარალი საკმაოდ სერიოზულია".
17 მაისს დარიალის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა, რამაც მდინარე თერგის ჩახერგვა და წყლის ადიდება გამოიწვია. სტიქიის შედეგად დიდი ოდენობით მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმართულებით გადაადგილება ამ დრომდე შეჩერებულია.
ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაობი ამ დრომე გრძელდება.