ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის თქმით, საქართველო მზადაა, უკრაინელებს გაუზიაროს გამოცდილება რეფორმების გატარებაში.
განცხადება პეტრიაშვილმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდრეი დეშჩიცასთან შეხვედრის დროს გააკეთა. თავის მხრივ, უკრაინულმა მხარემ განსაკუთრებული დაინტერესება გამოთქვა რეფორმების სფეროში საქართველოს მიერ მიღებული გამოცდილების მიმართ.
ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით თანამშრომლობის, ასევე რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხები. ასევე ხაზი გაუსვეს საერთაშორისო დონეზე საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის მნიშვნელობას.