-
2014-11-11 15:25
დიპლომატიის პირველი დაუწერელი კანონი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: „არ გაეარშიყო პრეზიდენტის ცოლს“, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტს, როგორც ჩანს, ეს კანონი არ ეხება.
აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ოცდაერთი ქვეყნის ლიდერმა ეკონომიკური კოოპერაციის სამიტზე მოიყარა თავი (მათ შორის იყო ვლადიმერ პუტინიც).
პუტინი ჩინეთის პირველი ლედის, პენგ ლიუანის გვერდით მოხვდა, რომელსაც გვერდს მეორე მხარს, რა თქმა უნდა, მისი ქმარი, ჩინეთის პრეზიდენტი ხი ჯინპინგი უმშვენებდა. ადგილების ამგვარ გადანაწილებას ჯინპინგი ახლა ალბათ ძალიან ნანობს.
მანამ, სანამ ჩინეთის პრეზიდენტი ობამას ელაპარაკებოდა, პუტინი დროს არ კარგავდა. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორ თქვა პირველმა ლედიმ: „აქ რაღაც ძალიან ცივა“, რადგან კამერებმა დააფიქსირეს, რა მზრუნველად მოახურა პუტინმა საკუთარი მოსასხამი პენგის შემცივნებულ მხრებზე.
ჩინეთის წამყვანმა ტელემაუწყებლებმა ამ ჟესტის ამსახველი ვიდეო სწრაფადვე გამოაქვეყნეს კომენტარით: „პუტინმა პენგს საკუთარი მოსასხამი მოახურა“. მაგრამ გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, ჩინეთის მთავრობამ ვიდეო ინტერნეტსივრციდან გააქრო.
foreignpolicy.com-ის მიხედვით მოამზადა ბექა ბერულავამ