-
2014-11-10 23:11
მასიურმა ღრუბელმა, რომელიც „საშინლად ყარს“ მოსკოვი პანიკაში ჩააგდო. მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ შინ დარჩნენ.
დადგინდა, რომ ეს ნისლი მოსკოვის ზეთის ქარხნიდან იღებს სათავეს. როგორც საგანგებო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ნისლი მოიცავს ჭარბი რაოდენობით წყალბადის სულფიდს. ნისლის თანმდევმა სუნმა ლოკალურ და სოციალურ მედიაში პანიკის ტალღების წარმოშობა გამოიწვია.
"ტვიტერის" რამდენიმე მომხმარებელმა დაპოსტა, რომ სუნის შეკავებას დახურული ფანჯრებიც ვერ ახერხებს. როგორც რუსეთის ჰიდრო-მეტეოროლოგიური მომსახურების წარმომადგენელმა განაცხადა (რომელსაც გარემოს დაბინძურების კონტროლი ევალება), ღრუბელი თავიდან მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გამოჩნდა.
