"ფორბსი": რუსები ევროპის კართან - შენარჩუნდება თუ არა მშვიდობა ევროპაში?

Image

"რუსები ევროპის კართან - შენარჩუნდება თუ არა მშვიდობა ევროპაში?" - გამოცემა "ფორბსი" ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს: "უკანასკნელი მოვლენები ცხადყოფს სერიოზული საფრთხის შემცველი ინციდენტების სიმრავლეს რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომელიც სამხედრო აქტივობებთანაა დაკავშირებული. თუ უკრაინაში სიტუაცია გამწვავდა, არსებობს სამხედრო დაპირისპირების სერიოზული საფრთხე", - წერს გამოცემა.

 

ევროპელი ლიდერების მიერ შეგროვებული ინფორმაცია მოიცავს დაახლოებით 40 ინციდენტს, უკანასკნელი რვა თვის განმავლობაში. მათ შორის 11 განსაკუთრებულად პროვოკაციული ხასიათის მქონეა.

 

მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება არ მომხდარა ამ დრომდე, დაფიქსირდა ესტონეთის სამოქალაქო თვითმფრინავისა და რუსული საჰაერო დაზვერვის კონფრონტაცია, ასევე ესტონელი მზვერავი ოფიცრის მოტაცება.

 

როგორ მოვაშინაუროთ დათვი

 

ის ფაქტი, რომ რუსეთის პრეზიდენტი პოლიტიკურად უფრო გააქტიურდა, საიდუმლოს არ წარმოადგენს. მას სურს, რუსეთმა დიდი როლი ითამაშოს მსოფლიო არენაზე და ყველაფერს დაბრკოლებად განიხილავს, რაც რუსული გავლენის გავრცელებას უშლის ხელს. ყირიმის ანექსია და უკრაინელი სეპარატისტების მხარდაჭერა სწორედ ამის დემონსტრაციაა.

 

უკრაინაში წარმოიშვა დასავლეთთან ინტეგრაციის ტენდენცია, იყო საუბარი ნატოში შესვლაზეც. ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია:

 

„რუსეთის არალეგალური და არალეგიტიმური ანექსიის საპასუხოდ უკრაინაში, ნატო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მისი ტერიტორიული სუვერენიტეტისა და ერთიანობისადმი, იმ საზღვრების ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო მასშტაბითაა აღიარებული.“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

"ფორბსი" ასევე წერს, რომ "მიუხედავად ამგვარი მხარდაჭერისა, აღსანიშნავია, რომ ნატოს ჯარები არ შეინიშნება კონფლიქტური ზონების სიახლოვეს. მისი მხარდაჭერა ჰუმანიტარულია, დიპლომატიური და არა სამხედრო":

 

"რაც შეეხება ევროკავშირსა და აშშ-ს, მათაც დაუწესეს რუსეთს სანქციები, რამაც ნეგატიური გავლენა იქონია მის ეკონომიკაზე. ზოგჯერ ამგვარი ზომები საკმარისია იმისთვის, რომ გაბრაზებულმა დათვმა უკან დაიხიოს, მაგრამ არა ყოველთვის.

 

პრობლემის მოგვარებას დრო დასჭირდება. დასავლეთმა უნდა შეინარჩუნოს მტკიცე პოზიცია რუსეთისადმი და შეზღუდოს მასთან კოლაბორაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია (ისეთ სფეროებში, როგორიცაა მაგალითად სპორტი და კულტურული ივენთები). ხოლო როცა რუსეთი გადადგამს ნაბიჯს კონფლიქტის მოგვარებისკენ, ევროპა მასზე სანქციებს შეამსუბუქებს", - ნათქვამია სტატიაში. 

 

"ფორბსის" მიხედვით მოამზადა ბექა ბერულავამ

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !