-
2014-11-10 13:15
2000 წელს ჩინეთის პროვინიცია გუადუნში მცხოვრებმა ლო ჯინდუნმა 50 წლის ასაკში გადაწყვიტა ცოლის მოყვანა და რადგან შესაფერისი საცოლეს საძებნელად დრო არ ჰქონდა, ადამიანებით მოვაჭრეებისგან გარკვეული თანხის სანაცვლოდ ახალგაზრდა მეუღლე „შეიძინა“.
ერთი წლის შემდეგ ცოლ-ქმარს ვაჟი შეეძინა და მას ლომ სახელი ისე შეურჩია, რომ მეუღლისთვის აზრი არც უკითხავს.
უფრო მეტიც, ლო ჯინდუნს თავში აზრადაც არ მოსვლია საკუთარი მეუღლის სახელი ეკითხა: თავიდან ჩინელი მამაკაცი თავის მეორე ნახევარს უბრალოდ `ცოლს~ ეძახდა, მშობიარობის შემდეგ კი „მისი ვაჟის დედას“.
„სანამ ვმუშაობდი, ის დედაჩემს ჰყავდა დაბმული და არსად არ გადიოდა, ამდენად სულაც არ იყო საჭირო მისთვის სახელის დაძახება“ - ამბობს დღეს უკვე 64 წლის ლო.
როგორც ჩანს, ასეთმა მოპყრობამ და არაადამიანურმა ყოფამ თავისი გაიტანა და 2 წელიწადში „ნაყიდ ცოლს“ ფსიქიური პრობლემები შეექმნა. იგი აგრესიული გახდა და დედამთილზე საცემრად იწევდა. ლომ გამოსავალი აქაც მოძებნა და უსახელო ცოლი ერთ პატარა, გისოსებიან ოთახში გამოკეტა.
„სხვა გზა არ მქონდა, მისი მკურნალობის საშუალება არ იყო და არც მინდოდა, შვილი დედის გარეშე გაზრდილიყო. ოჯახის შესანახად დღედაღამ მიწევს მუშაობა, რადგან არ მინდა ჩემი შვილი ჩემი ცოლი მართლა ძალიან მიყვარს. ყოველთვის, სამუშაოზე წასვლის წინ ვაჭმევ და კვირაში სამჯერ ბანაობის უფლებას ვაძლევ.
პატარა ლოც კარგად სწავლობდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ სკოლიდან გამოაგდეს ხულიგნობის გამო, ბიჭებთან იჩხუბა. რა ქნას, ბებია რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და ძირითადად ქუჩაში იზრდება. ყველაფერს გავაკეთებ. მის სკოლაში დასაბრუნებლად,“ - აცხადებს 64 წლის ლო ჯინდუნი და იმედი აქვს, რომ ვინმე კეთილისმყოველი გამოჩნდება, ვინც მისი ცოლის მკურნალობას დააფინანსებს.

