უკრაინის თავდაცვის მინისტრის ვაჟმა სამხედრო კომისარიატში გამოძახების უწყება მიიღო. ის წვევამდელია და უკრაინულ არმიაში სამსახური მოუწევს, ეს კი პირდაპირ ბრძოლაში ჩაბმის ტოლფასია.
მამა შვილით ამაყობს და მას უკრაინისთვის ბრძოლაში წარმატებას უსურვებს: „დღეს ჩემმა ვაჟმა ჯარში გაწვევის ცნობა მიიღო. ის არ არის კიევში, მაგრამ ყველა საქმეს გადადებს და დაუყოვნებლივ გაემგზავრება შეკრების პუნქტში“, - წერს ვალერი გელეტეი ვაჟის, ალექსანდრეს შესახებ.