-
2014-07-19 04:54
ამერიკის პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, მალაიზიური "ბოინგი" იმ ტერიტორიიდან ჩამოაგდეს, რომელსაც "რუსეთის მიერ წაქეზებული უკრაინელი ამბოხებულები" აკონტროლებენ, –ობამას განცხადებას სააგენტო ,,როიტერი“ აქვეყნებს.
პრეზიდენტის განცხადებით, ეს იყო მიზანმიმართული ქმედება. მან ფაქტს "მასობრივი მკვლელობა" უწოდა. ობამამ ისიც აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე ვლადიმერ პუტინთანაც ისაუბრა.
ამერიკის პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ავიალაინერის ჩამოვარდნის დეტალების გამოსაძიებლად აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებით გამოვიდა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26