-
2014-07-18 09:59
„შემზარა და უაღრესად დამამწუხრა მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფამ,“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფას.
მისი თქმით, ერთობლივი საერთაშორისო ძალისხმევით უნდა გაირკვეს, რა მოხდა.
„ჩვენ დაველოდებით შედეგებს. ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ თანავუგრძნოთ დაღუპულთა ოჯახებს და გამძლეობა ვუსურვოთ ამ მძიმე წუთებში", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
დონბასში მალაიზიის ავიაკომპანიის კუთვნილი ბოინგ-777 ჩამოაგდეს. თვითმფრინავის ბორტზე 295 მგზავროდან ცოცხალი არავინ გადარჩენილა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26