
„რასაკვირველია, თვითმფრინავის კატასტროფაზე პასუხისმგებელია ის ქვეყანა, რომლის საჰაერო სივრცეშიც კატასტროფა მოხდა“, - ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა „მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი ლაინერის ჩამოგდებასთან დაკავშირებით კომენტარის დროს განაცხადა.
ამავე დროს, პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ კატასტროფის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა განახლებული საბრძოლო მოქმედებები უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში.