
ვიდეოკადრებში ჩანს "ბუკი" - თვითმავალი სარაკეტო-საზენიტო კომპლექსი, რომელიც "მიწა-ჰაერი" კლასის რაკეტებითაა აღჭურვილი და საიდანაც, სავარაუდოდ, მოხდა გასროლა დონბასში ჩამოგდებული "ბოინგის" მიმართულებით. აქვეა სატელეფონო საუბარი ტერორისტებსა და, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურების ოფიცრებს შორის.
თვითმფრინავის ბორტზე სულ 298 ადამიანი, მათ შორის 80 ბავშვი იმყოფებოდა. დაღუპულებს შორის არიან: 154 ნიდერლანდელი, 27 ავსტრალიელი, 23 მალაიზიელი, 11 ინდონეზიელი, 6 ბრიტანელი, 4 გერმანელი, 4 ბელგიელი, 3 ფილიპინელი და ერთი კანადელი. ეკიპაჟის ყველა, თხუთმეტივე წევრი მალაიზიელი იყო.