
„მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი „ბოინგის“ ერთერთმა მგზავრმა ამსტერდამში, ლაინერის აფრენამდე ცოტა ხნით ადრე მას ფოტო გადაუღო, „ფეისბუქზე“ ატვირთა და წააწერა: „თუ ესეც გაუჩინარდა, იცოდეთ, ასე გამოიყურება“.
სამგზავრო ავიალაინერის ჩამოგდების გამო ტერორისტებმა უკრაინის ხელისუფლება, უკრაინამ კი ტერორისტები და რუსეთი დაადანაშაულეს.
უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, უკრაინას ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში არ შეუყვანია თვითმავალი სარაკეტო-საზენიტო კომპლექსი „ბუკი“ და ის მხოლოდ ტერორისტებს აქვთ, რომლებსაც რუსეთისგან გადაეცათ.
„ლაიფნიუსი“ კატასტროფის ადგილზე გადაღებულ შემზარავ კადრებს ავრცელებს. შეგახსენებთ, მალაიზიის კუთვნილი ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად ბორტზე მყოფი 295 ადამიანი დაიღუპა.