
დონეცკთან, სნეჟნოეს რაიონში, უკრაინა-რუსეთის საზღვართან, ტერორისტებმა სამგზავრო „ბოინგი“ ჩამოაგდეს, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა რეისს.
„ბოინგი“ მალაიზიის ავიახაზებს ეკუთვნოდა. სავარაუდოდ, მისი მისამართით „Бук“-იდან (თვითმავალი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი) გაისროლეს.
ლაინერი უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, ლაინერის ბორტზე 200-დე ადამიანი იმყოფებოდა, მათი უმრავლესობა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან.
ამასთან, იგორ სტრელკოვმა რუსულ სოციალურ ქსელში, თვითმფრინავის ჩამოგდებისთანავე განათავსა ინფორმაცია, თითქოსდა უკრაინის კუთვნილი "ან-26" ჩამოაგდეს.