კონგრესი საქართველოს NATO-ს არაწევრ ძირითად მოკავშირედ აღიარებას აპირებს

Image

აშშ-ის კონგრესმა ორი მოსმენით მიიღოკანონპროექტი, რომელიც საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის NATO-ს არაწევრი ძირითადი მოკავშირეების სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

 

 

კანონპროექტის მიხედვით, ჩამოთვლილ ქვეყნებს მოკავშირის სტატუსი თავდაცვითი სისტემების ან თავდაცვითი მომსახურეობის გადაცემის ან შესაძლო გადაცემის მიზნით, იმ პერიოდში მიენიჭება, როდესაც თითოეული მათგანი განსაზღვრულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.

 

ამასთან, კონგრესი მიმართავს პრეზიდენტს, რომ გაზარდოს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ურთიერთობა უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის, აზერბაიჯანის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, კოსოვოს, მაკედონიის, მონტენეგროსა და სერბიის შეიარაღებულ ძალებთან. ასევე, გააძლიეროს ამ ქვეყნებისთვის აშშ-ისა და NATO-ს დახმარება უსაფრთხოების კუთხით.

 

კანონპროექტი მიმართავს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს, კერძო საერთაშორისო ინვესტიციების კორპორაციას (OPIC), მსოფლიო ბანკის ჯგუფსა და ევროპულ ბანკს, ხელი შეუწყონ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ბუნებრივი გაზისა და ნავთობმარაგების ექსპლუატაციისა და ალტერნატიული ენერგოწყაროების განვითარებისთვის დახმარებას.

 

გარდა ამისა, პროექტი აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებს, გაზარდოს აშშ-ისა და NATO-ს მხარდაჭერა პოლონეთის, ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის, ასევე ალიანსის წევრი სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების მიმართ; ასევე მიმართოს აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელს NATO-ში, განიხილოს NATO-ს ძალების მუდმივი განთავსება ამ ქვეყნებში. კანონპროექტის ავტორები მოუწოდებენ პრეზიდენტს, წარუდგინოს კონგრესს NATO-სა და ევროპის სარაკეტო თავდაცვის გაძლიერების დაჩქარების გეგმა.

 

პროექტში საუბარია რუსეთის მიმართ სანქციებზეც - მისი ავტორები მიმართავენ პრეზიდენტს, გამოიყენოს ეკონომიკური სანქციები, თუ რუსეთის შეიარაღებული ძალები კანონის მიღებიდან შვიდ დღეში არ დატოვებენ ყირიმს, მათ შორის ყველა ჩინოვნიკის, მათი ახლობლებისა და ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტიტის დარღვევაზე. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის შეიარაღებული ძალები არ დატოვებენ ყირიმს ან რუსეთი არ შეწყვეტს აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის მცდელობებს, პროქტი მოუწოდებს პრეზიდენტს, სანქციები გამოიყენოს სბერბანკის, VTB ბანკის, ვნეშეკონომბანკის, გაზპრომბანკის, გაზპრომის, ნოვატეკის, როსნეფტის, როსობორონექსპორტის, მათ მფლობელობაში მყოფი ყველა ორგანიზაციის და მათი რუსეთის მოქალაქე მმართველების მიმართ.

 

NATO-ს არაწევრი ძირითადი მოკავშირის სტატუსს ამერიკის შეერთებული შტატები იმ ქვეყნებს ანიჭებს, რომლებიც სტრატეგიულად თანამშრომლობენ აშშ-ს შეიარაღებულ ძალებთან თუმცა NATO-ს წევრი სახელმწიფოები არ არიან. ეს სტატუსი კოლექტიური თავდაცვის მექანიზმს არ ითვალისწინებს თუმცა ქვეყნებს სხვადასხვა სამხედრო და ფინანსურ შესაძლებლობებს უხსნის. ეს სტატუსი შესაძლებლობას იძლევა როგორც სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების ასევე ფინანსური დახმარების, სხვადასხვა გამოცდილების გაზიარებისა და მნიშვნელოვან პროექტებში ჩართვის. ეს სტატუსი პირველად 1989 წელს შეიქმნა და NATO-ს არაწევრ ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობას ითვალისწინებდა. 1989 წელს ეს სტატუსი უფროსმა პრეზიდენტმა ბუშმა 5 ქვეყანას მიანიჭა (ავსტრალია, ეგვიპტე, ისრაელი, იაპონია, სამხრეთ კორეა), პრეზიდენტმა კლინტონმა 3 ქვეყანას ( იორდანია, ახალი ზელანდია, არგენტინა), უმცროსმა პრეზიდენტმა ბუშმა 6 ქვეყანას (ბაჰრეინი, ფილიპინები, ტაილანდი, ქუვეითი, მოროკო, პაკისტანი), პრეზიდენტმა ობამამ კი ჯერ მხოლოდ ერთ ქვეყანას - ავღანეთს.

 

მასალა მომზადებულია ,,ტაბულას" მიერ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !