
15 ივლისს დილით დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ სნეჟნოეში რუსეთის სამხედრო ავიაციამ დარტყმები განახორციელა.
დანგრეულია სამოქალაქო ობიექტები, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ამის შესახებ „ინფორმაციული წინააღმდეგობის ცენტრის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ტიმჩუკი წერს.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გუშინ ტერორისტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების კუთვნილი Ан-26 ჩამოაგდეს, უკრაინის ავიაციას ფრენა არ განუხორციელებია. შესაბამმისად, შეუძლებელია, ეს ავიადარტყმა უკრაინის სამხედრო ავიაციის მიერ იყოს მიყენებული.