
უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გასვლის პროცედურებს დაიწყებს. ამის შესახებ "ლიგა.ნეტ" იუწყება.
თანამეგობრობის დატოვების პროცესის დაწყების გადაწყვეტილება საბოლოოა.
"ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არამარტო დსთ-ს თავმჯდომარეობის შეჩერების, არამედ ორგანიზაციიდან გამოსვლის პროცესის დაწყების თაობაზე", - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა, ანდრე პარუბიმ.