
უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, დილის 7 საათის მონაცემებით, 25 მაისს ჩატარებული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემების 20,6 პროცენტი დაამუშავა-ამის შესახებ “უნიანი” იუწყება.
ბოლო მონაცემებით, პეტრე პოროშენკო 54,38 პროცენტით ლიდერობს, იულია ტიმოშენკოს ხმა ამომრჩეველთა 13,21 პროცენტმა მისცა.
მას მოჰყვება ოლეგ ლიაშკო-8,46მ ნატოლი გრიცენკო-5,53 და სერგეი ტიგიპკო - 4,97%, ყველა დანარჩენმა კანდიდატმა ამომრჩეველთა 2 პროცენტამდე ხმებზე მეტი ვერ დააგროვა.