
ლატვიაში სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ხდება საბჭოთა და ნაცისტური ოკუპაციის გამართლება, უარყოფა და\ან ოკუპაციის ფაქტში ეჭვის შეტანა. დამნაშავეს თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ლატვია მიიჩნევს, რომ ქვეყანა ოკუპირებული იყო სსრ კავშირის მიერ 1940-დან 1990 წლამდე. რუსეთი ამ ფორმულირების კატეგორიული წინააღმდეგია.
ქვეყნის სეიმმა კანონი მესამე მოსმენით მიიღო. იმისთვის, რომ ძალაში შევიდეს, კანონს ხელი ლატვიის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.
მიღებული კანონის მიხედვით, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარება ასევე ჰოლოკოსტისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტების უარყოფა ან ეჭვქვეშ დაყენება.