-
2019-12-22 12:20
ფრანგმა სამხედროებმა მალიში 33 ტერორისტი მოკლეს. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, სამხედრო ოპერაცია ღამით, მავრიტანიის საზღვართან ჩატარდა.
ნოემბერში ტერორისტებმა მალიში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რასაც 13 ფრანგი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
ჩვენი სამხედროების ერთობლივი მოქმედების შედეგად ლიკვიდირებულია 33 და დაკავებულია 1 ტერორისტი. ორი მალელი ჟანდარმი, რომლებიც ტერორისტებს მძევლად ჰყავდათ აყვანილი, თავისუფალია“, - განაცხადა მაკრონმა.