
აშშ წყნარი ოკეანის ახლოს, კორეის ნახევარკუნძულის მიმართულებით, სამხედრო-საზღვაო ძალების დამრტყმელ ჯგუფს აგზავნის. აღნიშნული ინფორმაცია “როიტერმა“ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.
წყაროს ცნობით, გემები, რომელშიც შედის ავიამზიდი "Carl Vinson", სინგაპურიდან დაიძვრება. მისივე თქმით, სამხედრო ძალების გაძლიერება ამ რეგიონში აუცილებელია. როგორც ცნობილია, ეს გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პოტენციალის გაზრდის გამო მიიღეს.
ტელეკომპანია „NBC-ის“ ინფორმაციით კი, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ტრამპს სცენარი წარმოუდგინა, რომელსაც აშშ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის საწინააღმდეგოდ გამოიყენებს.
როგორც იუწყებიან, არ გამოირიცხება ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩემ ინის ფიზიკური ლიკვიდაციაც. აშშ ბირთვულ ბომბებს სეულთანაც განალაგებს.