-
2015-06-29 11:52
დღეიდან, მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, საბერძნეთიდან საერთაშორისო ფულადი ტრანსფერები ვერ შესრულდება, რადგანაც ამ დროის მანძილზე საბერძნეთში ბანკები არ იმუშავებენ. ამ ერთი კვირის განმავლობაში მოსახლოებას ბანკომატებიდან ყოველდღიურად მხოლოდ 60 ევროს გამოტანის უფლება ექნება.
საბერძნეთში, სხვადასხვა მონაცემებით, 150 ათასიდან 200 ათასამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. ისინი საკუთარი შემოსავლების გარკვეულ ნაწილს უკან - საქართველოში გზავნიან.
საბერძნეთში არსებული ეკონომიკური ვითარება და მაღალი უმუშევრობა ამ ქვეყნის ფულად გზავნილებზეც აისახა. 2014 წლის იანვარ-მაისში საბერძნეთიდან საქართველოში სულ $84 მილიონი გადმოიგზავნა, 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 18%-ით შემცირდა და $68 მილიონი შეადგინა. საბერძნეთის უმუშევრობის მაჩვენებელი უკანასკნელი მონაცემებით 26%-ს შეადგენს, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
"ტაბულის" მიხედვით