
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სანდო წყაროს მითითებით ცალკეულ რუსულ მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია საგანგებო განცხადებისთვის ემზადება.
ამავე წყაროს ცნობით, პროფილური მედიის ხელმძღვანელები გააფრთხილეს, რომ უახლოეს პერიოდში მზად იყვნენ პრესკონფერენციისთვის. ამ ინფორმაციას ადატსურებს პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის „polit-infos” გენერალური დირექტორის ალექსი მუხინის სოციალური აქტივობაც.
მედია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მუხინმა არ უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მოცემულ მომენტში პუტინი ქმედუუნაროა.
„მეგობრებო, თქვენ ახლა ყველანი პრეზიდენტს სჭირდებით, შეიკრიბეთ...“ - დაწერა მან „ტვიტერზე“, ხოლო შეკითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ავადაა, უპასუხა: „უკომენტაროდ“. ამასთან, მუხინმა თანამშრომლებს სთხოვა, გამოსასვლელი დღეების მიუხედავად, ადგილზე დარჩნენ: „რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება“, - მოკლედ დაწერა მუხინმა.