
უკრაინული საინფორმაციო სააგენტოები დონეცკში მომხდარი ძლიერი აფეთქების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. ერთ-ერთი ვერსიით, იარაღის საწყობი აფეთქდა.
ბრძოლები უკრაინის აღმოსავლეთში მთელი ღამე გრძელდებოდა. ქალაქ დებალცევოში საარტილერიო დაბომბვის შედეგად 5 მშვიდობიანი მცხოვრები გარდაიცვალა.
ქვეყანაში არსებულ ვითარებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანიც.
„იმედი მაქვს ბატონი პუტინი მხვდება, რომ ის არამხოლოდ მსოფლიო წესრიგს არღვევს, არამედ დიდ ზიანს აყენებს რუსეთს.
ის არის ადამიანი, რომელიც საბჭოთა კავშირის ნოსტალგიით არის შეპყრობილი.
მას სწამს, რომ მაიდანი შეერთებული შტატების მოწყობილია და უკრაინელებს ამაში წვლილი არ მიუძღვით," - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ.
http://rustavi2.com/