
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ომი გარდაუვალია, თუკი უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება. ამის შესახებ Le Figaro იტყობინება.
"ჩემი აზრით, ეს ბოლო შანსია. თუ ვერ მოხერხდება უკრაინასთან დაკავშირებით გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, ჩვენ კარგად ვიცით, როგორი იქნება შემდგომი სცენარი: მას ომი ჰქვია", - თქვა ოლანდმა.
შეგახსენებთ, მანამდე ანგელა მერკელმა გამოთქვა ეჭვი, რომ პუტინთან მოლაპარაკება შედეგიანი არ იქნება, თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრების გაგრძელება აუცილებლად მიაჩნია.
საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ქვეყნების პირველ პირთა შეხვედრა 6 თებერვალს გაიმართა. საბოლოო შედეგების შესახებ კვირას, "სამეულისა" და უკრაინის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდება ცნობილი.