რუსეთის ბანკი გეგმავს 2015 წლიდან მიმოქცევაში ჩაუშვას სამახსოვრო კუპიურა ყირიმის გამოსახულებით. ვალუტის ნომინალი 100 რუბლი იქნება.
„ამ დროისთვის დიზაინზე მუშაობა მიმდინარეობს, დაგეგმილი ნომინალი 100 რუბლია“, - აცხადებენ რუსეთის ცენტრალურ ბანკში. მანამდე, 2014 წელს რუსეთმა მიმოქცევაში 10 რუბლიანი მონეტები ჩაუშვა, რომლებზეც ასევე, ყირიმი იყო გამოსახული.