-
2014-11-16 23:38
ქირურგმა მარტინ სალიამ, რომელსაც ებოლასთან შეხება სიერა ლეონეში მუშაობისას ჰქონდა, ორშაბათს აღმოაჩინა, რომ თავადაც შეჰყროდა დაავადება. ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ნებრასკაში.
ებოლას ვირუსმა დასავლეთ აფრიკაში ხუთი ათასი ადამიანი შეიწირა. ხოლო სამკურნალოდ ამერიკაში გადაყვანილი ათი პაციენტიდან ერთის გარდა ყველა გამოჯანმრთელდა.
სალია მუშაობდა მთავარ ქირურგად კისი იუნაიტედის საავადმყოფოში, უცნობია მკურნალობდა თუ არა ის ებოლათი დაავადებულ პაციენტებს, ვინაიდან აღნიშნული საავადმყოფო არ სპეციალიზდება ებოლას მკურნალობაში. სალია სიერა ლეონეს მოქალაქეა და ვირუსის პირველი სიმპტომი ექვს ნოემბერს გამოავლინა, თუმცა მაშინ ტესტმა ნეგატიური პასუხი აჩვენა.
სიერა ლეონე ერთ-ერთია იმ სამი დასავლეთაფრიკული ქვეყნიდან, რომელშიც ებოლა განსაკუთრებით მძლავრად მძვინვარებს.
"გარდიანის" მიხედვით მოამზადა ბექა ბერულავამ