
დასავლელი ლიდერები შეშფოთებულნი არიან მას შემდეგ, რაც ისლამური სახელმწიფოს მილიციამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ნათქვამია, რომ პიტერ კასინგი სიკვდილით დაისაჯა.
ყოფილი ამერიკელი სამხედრო კასინგი ჩაბმული იყო სამშვიდობო საქმიანობებში (სირიაში). ვიდეოზე ასახული პიროვნება ობამას შემდეგი სიტყვებით მიმართავს: „შენი ხალხის სასაკლაოს შენივე ქუჩებში მოვაწყობ.“
ვაშინგტონში ობამას ნაციონალური უსაფრთხოების საბჭომ განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობა მუშაობს ინფორმაციის ვალიდურობის დასადგენად.
ვიდეოზე არ ასახულა თავის მოჭრის პროცესი, მაგრამ გამოჩნდა ნიღბიანი კაცი, რომლის ფეხებთანაც მოჭრილი თავი დევს.
ყოფილი ჯარისკაცი კასინგი ჰუმანიტარულ საქმიანობას ეწეოდა იმ ორგანიზაციის ფარგლებში, რომელიც მან თავადვე დააარსა 2012 წელს, რათა დახმარებოდა სირიელ დევნილებს და მათ ოჯახებს.
ვიდეომიმართვის ავტორმა განაცხადა, რომ კასინგი დაბექში, თურქეთის საზღვართან ახლოს დამარხეს.
„აქ, დაბექში პირველი ამერიკელი ჯვაროსანი დავმარხეთ და მოუთმენლად ველით თქვენი არმიის დანარჩენი ნაწილის გამოჩენას“. - განაცხადა ფირზე ასახულმა ნიღბოსანმა.
csmonitor.com-ის მიხედვით მოამზადა ბექა ბერულავამ